თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 აგვისტოს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სალხინოს, აბაშის, ასხინის, ქვალონის, ცაიშის და ნინოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის V კვარტლის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, კალოუბნის, შუამთის, მამისაშვილის, ნაკადულის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერწოს და ხევისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კრწანისის, ნიშნიანიძის და შავნაბადას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), თავხელიძის, ქავთარაძის, კოსტავას და ბენდელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და ბახტრიონის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების, აეროდრომის დასახლების, მხარგრძელის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ნოე რამიშვილის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, წულუკიძის, მანდელშტამის, 17 შინდისელი გმირის, ჩაჩუას და ძეგლევის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I და VI კვარტლების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.