„Sputnik-საქართველოს" მკითხველი მარიხუანის ლეგალიზაციის წინააღმდეგია

გამოწერა
მარიხუანის ლეგალიზების გადაწყვეტილებას მკითხველთა თითქმის 17% ემხრობა

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik.Sputnik-საქართველოს" მკითხველთა უმეტესობა საქართველოში მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციის საკითხისადმი ნეგატიურად არის განწყობილი. ამაზე მეტყველებს საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კიხთვაზე „ემხრობით თუ არა მარიხუანის ლეგალიზაციას საქართველოში?" მკითხველის 77,9%-მა უპასუხა, რომ ეს დაუშვებელია. ამასთან, რესპონდენტთა 16,9% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა, ხოლო სულერთია გამოკითხულთა 5,2%-ისთვის.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
ქირურგი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ - სერგეენკოს კოშმარული სიზმარი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ 30 ივლისს დააკმაყოფილა პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის" ლიდერთა, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი პარლამენტის იწნააღმდეგ და გააუქმა ერთადერთი დარჩენილი სასჯელი მარიხუანის მოხმარებისთვის — 500 ლარის ოდენობის ჯარიმა და ამით, ფაქტობრივად, ნარკოტიკის ამ სახეობის მოხმარების ლეგალიზება მოახდინა. ამგვარად, საქართველოში მარიხუანის მოწევა ლეგალიზებულია.

მარიხუანის ლეგალიზაციის წინააღმდეგია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 74%. ამავე გამოკითხვის მონაცემებით, მარიხუანის მოხმარებას 18% ემხრობა.

მარიხუანის ლეგალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების დაშვება ერის მტრობას წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0