შტორმი ანაკლიაში - ძლიერმა წვიმამ სახლები დატბორა

© Sputnik / Alexander Imedashviliანაკლიის სანაპირო
ანაკლიის სანაპირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უამინდობამ და სტიქიამ საქართველოს სხვა რეგიონებშიც შექმნა პრობლემები

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ძლიერმა წვიმამ ანაკლიაში პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ანაკლიაში შტორმმა სანაპირო ზოლი დააზიანა, წაღებულია გზა, განადგურებულია პალმები. წყალი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებშიც შეუვარდა და პირველი სართულები დატბორა.

გაწმენდითი სამუშაოები თუშეთის გზაზე - Sputnik საქართველო
თუშეთის მიმართულებით მოძრაობა კვლავ აკრძალულია - ახმეტის მერი მოსახლეობას აფრთხილებს

ადგილობრივების განცხადებით, გასაწმენდი იყო წყლის საწრეტი მილები, სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობის პრობლემა კი უკვე წლებია დგას.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, საწრეტი არხების გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

სტიქიას ებრძვიან საქართველოს სხვა რეგიონებშიც. ძლიერი წვიმები ხუთშაბათს დაიწყო. ზოგიერთ რეგიონში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა. უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზები დაიტბორა და მოქალაქეები გარკვეული შეზღუდვებით გადაადგილდებოდნენ.

11 აგვისტოს სტიქიის ზონებში დამატებითი სამაშველო ძალები თბილისიდან და ქუთაისიდან გაიგზავნა.


ყველა ახალი ამბავი
0