ქართველი ჩოგბურთელი გერმანიის ტურნირის ფინალში გავიდა

© Facebook / Fed Cup by BNP Paribasჩოგბურთი. ეკატერინე გორგოძე
ჩოგბურთი. ეკატერინე გორგოძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკატერინე გორგოძემ გერმანიაში კორტის მასპინძელს ანა ზაის მოუგო და ITF-სერიის ტურნირის ფინალში გავიდა

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე (195-ე ადგილი WTA-ს რეიტინგში) გერმანიის ქალაქ ჰეხინგენში ITF-სერიის ტურნირის ფინალში გავიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია >>

ნახევარფინალში გორგოძემ კორტების მასპინძელს ანა ზაის ორ პარტიაში მოუგო — 7:6, 6:1. მატჩი თითქმის საათნახევარს გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელების იმედიანი დასაწყისი და ბასილაშვილის სარეკორდო „ნახტომი“ რეიტინგში

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველი ჩოგბურთელი შეხვდება გერმანიის კიდევ ერთ წარმომადგენელს — ლაურა ზიგემუნდს (182).

ჰეხინგენის ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 60 000 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ივლისის ბოლოს გორგოძემ ITF-ს სერიის ანალოგიური ტურნირი ყაზახეთშიც მოიგო. ამ წარმატებამ მას 100 სარეიტინგო ქულა მოუტანა — WTA-ს რეიტინგში ის 75 პოზიციით დაწინაურდა და კარიერაში პირველად მსოფლიოს 200 უძლიერეს ჩოგბურთელ შორის მოხვდა.


ყველა ახალი ამბავი
0