თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამაშველო სამსახური ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიიდან სამი მოზარდის გამოყვანას ცდილობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოზარდები გურგენიანის ჩანჩქერთან, მდინარის ადიდების გამო მეორე ნაპირიდან ვერ გადმოდიან.
ამ დროისთვის მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, რათა მოზარდები უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანონ.
„გაგზავნილი გვყავს 9-კაციანი მაშველთა ჯგუფი. შესაბამისი ეკიპირების გამოყენებით გადალახავენ ადიდებულ ნინოსხევის წყალს და გამოვიყვანთ ჩარჩენილებს. მათ ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ“, — განაცხადა სამაშველო სამმართველოს უფროსმა გიორგი ჩარკვიანმა. მისივე თქმით, ექვსივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
ამასთან, ამავე ტერიტორიაზე უამინდობის გამო ჩარჩენილი იყო კიდევ 16 სტუდენტი. ისინი უკვე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.