https://sputnik-georgia.com/20180811/In-Abasha-25-families-were-evacuated-due-to-the-disaster-241680139.html
აბაშაში სტიქიის გამო 25 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა
აბაშაში სტიქიის გამო 25 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა
Sputnik საქართველო
ამჟამად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ვითარების მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს. 11.08.2018-ს, Sputnik საქართველო
2018-08-11T12:26+0400
2018-08-11T12:26+0400
2021-10-19T16:39+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24168/00/241680049_0:156:1280:879_1920x0_80_0_0_31c11d48b63fd7dd6e9abe68a38027ce.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2018
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24168/00/241680049_0:115:1280:920_1920x0_80_0_0_1825861b705071d8346562e1ff960888.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ამინდი საქართველოში, საქართველო
შემთხვევები, ამინდი საქართველოში, საქართველო
აბაშაში სტიქიის გამო 25 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა
12:26 11.08.2018 (განახლებულია: 16:39 19.10.2021) ამჟამად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ვითარების მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. აბაშაში მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო სოფლებში წყემსსა და ზანათში 25 ოჯახის ღამით ევაკუაცია განხორციელდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ადგილზე იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პარასკევს ადიდებულმა მდინარე აბაშამ ჯებირები გაარღვია და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.
მოსახლეობის ევაკუაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მძიმე ტექნიკით განხორციელდა. ადგილზე მუშაობდა 50 მეხანძრე-მაშველი.
ამ დროის მონაცემებით, სოფლებში წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო. არცერთ მოქალაქეს საფრთხე არ ემუქრება.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და ვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ვითარების მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს.