თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. აშშ-ში სიეტლის აეროპორტიდან გატაცებული Q400 Horizon Air-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეოკადრები Twitter-ში გავრცელდა.
#BREAKING #SeaTac airline employee steals Horizon passenger plane and then crashes on island in #PugetSound. No passengers believed to be onboard. https://t.co/Bseqx6tIoe @nbcbayarea #AlaskaAir pic.twitter.com/q1zE5A6Mem
— Janelle Wang (@janellewang) August 11, 2018
კომპანია Horizon Air-ის მექანიკოსმა პარასკევს საღამოს თვითნებურად გაიტაცა Alaska Airlines-ის თვითმფრინავი, აფრინდა და 15 წუთის განმავლობაში მართავდა თვითმფრინავს. თვითმფრინავი კუნძულ კეტრონზე ჩამოვარდა. ჩამოვარდნამდე მან საშიში მანევრები შეასრულა.
თვითმფრინავის ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ.
ფრენისას თვითმფრინავს აცილებდნენ F-15-ის ტიპის გამანადგურებლები, თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდნა მათ არ უკავშირდება, იუწყება РИА Новости.