თამარ ჩერქეზიშვილი: მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა
„ყველაფერს ვერ გავუმკლავდით, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დახმარებისთვის სოციალური ქსელის მეგობრებისთვის მიმემართა“, — განუცხადა თამარ ჩერქეზიშვილმა „Sputnik-საქართველოს“.
თამარ ჩერქეზიშვილი ხუთი შვილის დედაა, რომელიც მეუღლესა და ბავშვებთან ერთად ხარაგაულში ცხოვრობს. მის ოჯახს საარსებო საშუალება არ გააჩნია და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.