თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უამინდობით გამოწვეული პრობლემების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე საავტომობილო მოძრაობას არეგულირებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სეთურებისა და ქუმლისციხის სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ამ დროისთვის გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.