ქართული ფილმი რჩეულ 12 ევროპულ ფილმს შორის მოხვდა

© FB / Scary Motherკადრი ფილმიდან „საშიში დედა"
კადრი ფილმიდან „საშიში დედა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა ურუშაძის „საშიში დედა" რჩეულ ფილმთა ჩამონათვალში ჟან-ლუკ გოდარის, პაველ პავლიკოვსკის და სხვა ცნობილი რეჟისორების ნამუშევრებთან ერთად მოხვდა.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ქართველი რეჟისორის ანა ურუშაძის „საშიში დედა" FIPRESCI-ს — კინოკრიტიკოსების საერთაშორისო ასოციაციის 12 რჩეულ ევროპულ ფილმს შორის მოხვდა, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

FIPRESCI-ს საუკეთესო ევროპული ფილმების გამოვლენა, ევროპული ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე, ევროპულმა კინოაკადემიამ სთხოვა.

მელბურნის ხედი Eureka Tower-დან - Sputnik საქართველო
მელბურნის კინოფესტივალზე საქართველო ორი ფილმით წარდგება

„საშიში დედა" ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარია. ის რჩეულ ფილმთა ჩამონათვალში ჟან-ლუკ გოდარის, პაველ პავლიკოვსკის და სხვა ცნობილი რეჟისორების ნამუშევრებთან ერთად მოხვდა.

დრამა „საშიში დედა" 50 წლის ქართველი დედის, დიასახლისი მანანას ცხოვრებას აღწერს. ქალი დილემის წინაშე დგას – მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მწერლობის მგზნებარე გატაცებას შორის, რომელსაც ის თავის თავში წლების განმავლობაში იკლავდა და რომელშიც თავისი ცხოვრების აზრს პოულობს. მანანა გადაწყვეტს გადაეშვას ამ ვნებაში, მთლიანად დაიხარჯოს მასში — გონებრივადაც და ფიზიკურადაც. ფილმი მორალური ნორმებისა და სოციალური პასუხისმგებლობის თემას ეხება. დრამაში მთავარ როლს ნატო მურვანიძე ასრულებს.

ანა ურუშაძე „ოსკარზე" ნომინირებული (ფილმი „მანდარინები") ქართველი კინორეჟისორის ზაზა ურუშაძის ქალიშვილია. მიუხედავად ასაკისა (ის 1990 წელს დაიბადა), კრიტიკოსები და მაყურებელი აღნიშნავენ რეჟისორის საინტერესო და ახლებურ ხედვას ყველასთვის ცნობილ სტერეოტიპებზე.

ანა ურუშაძე ევროპის 2018 წლის ივნისის დასაწყისში საუკეთესო რეჟისორი ქალების ათეულში მოხვდა.

FIPRESCI 1930 წელს პარიზში დაარსდა. ეს არის კინოკრიტიკოსთა და კინომცოდნეთა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია მსოფლიო კინოხელოვნების განვითარება და კინოხელოვანთა ინტერესების დაცვა.

ყველა ახალი ამბავი
0