თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. მოწამეთას მონასტრის გალავნის გამაგრებითი სამუშაოების ჩასატარებლად და ძეგლის მიმდებარედ ტურისტული ზონების კეთილმოსაწყობად მსოფლიო ბანკი 1,4 მილიონ ლარს გამოყოფს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
მოწამეთას მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ძეგლია და ის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოწამეთას მახლობლად მდებარეობს.
პროექტი ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემისა და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას.
პროექტის მიზანი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და 12 თვეში დასრულდება.
სამუშაოებს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.