ცენტრალურ მაგისტრალზე ათამდე ავტომობილი დაიმტვრა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეჯახების მიზეზი მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ცენტრალურ მაგისტრალზე ათამდე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა დღეს, სოფელ შავშვებთან მოხდა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია; ავტომობილები წვიმისა და ნისლის გამო გზაზე ნელა მოძრაობდნენ.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
მორიგი ავარია ავტობანზე: არის დაშავებული

შეჯახების მიზეზი მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი შეეჯახა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია"), რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0