ბათუმში შშმ პირებისთვის ზღვაზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკი მოეწყო

© photo: Sputnik / Stringerპლაჟი
პლაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ, 42 ათას ლარამდე დახარჯა იმისთვის, რომ ბათუმის პლაჟების ნაწილი, ნაწილობრივ ადაპტირებული გამხდარიყო

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ ინიციატივით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ზღვაზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკი მოეწყო, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ბილიკები, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია  „როდამ" დააგო, მაქსიმალურად იყო დაქანებული სანაპირო ზოლთან, აქედან გამომდინარე, მაშინ კომპანიის წარმომადგენლებმა ნაპირამდე ბილიკის გაგრძელება  სახიფათოდ მიიჩნიეს. როგორც მათ აღნიშნეს, რადგან ზღვის სანაპირო ძალიან დაქანებულია, შესაძლოა, ეტლით მოსარგებლეს გაუჭირდეს დამოუკიდებლად ეტლის გაჩერება ან უკან სიმაღლეზე ამოსვლა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია „მარდი ჰოლდინგმა“ ბულვარის ადმინისტრაციის მიერ ნახევრად მოწყობილი ბილიკი, ხის ფიცრებით  სანაპიროს ბოლომდე მიიყვანა.

რვაკილომეტრიან მონაკვეთზე, სულ ხუთი ხის ბილიკი გაკეთდა, რომლის სიგრძე 80 მეტრი, ხოლო სიგანე 120 სანტიმეტრია.

როგორც ბულვარის ადმინისტრაცია აცხადებს,  აუცილებელია მთელი პლაჟის ადაპტირება მოხდეს. ამასთან, მომავალში დაგეგმილია ზღვაში  შეჭრილი პანდუსის გაკეთება.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ, 42 ათას ლარამდე დახარჯა იმისთვის, რომ ბათუმის პლაჟების ნაწილი, ნაწილობრივ ადაპტირებული გამხდარიყო.

ყველა ახალი ამბავი
0