რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი შემოწირულობა

© photo: Sputnik / Stringerფულადი კუპიურები ადამიანის ხელში
ფულადი კუპიურები ადამიანის ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროპულმა საქართველომ“ ივლისსა და აგვისტოში პოლიტიკური პარტიების ფულადი შემოწირულობების 99% მიიღო.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ყველა პოლიტიკური პარტიის ჯამური ფულადი შემოწირულობა ივლისსა და აგვისტოში 255 143 ლარია, საიდანაც 250 635 ლარი ოპოზიციურ პარტიაზე „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მოდის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ოპოზიციური პარტიის მსხვილ შემომწირველებს შორის არიან გიორგი გარსევანიშვილი  – 20 ათასი ლარი, გიორგი ტყებუჩავა  – 20 ათასი ლარი, თეიმურაზ ჩერგოლეიშვილი  – 15 ათასი ლარი, თამარ ბაღაშვილი  – 10 ათასი ლარი, ირმა სტეფნაძე-იაშვილი – 10 ათასი ლარი.

ბანერი „ქართული ოცნების“ გამოსახულებით - Sputnik საქართველო
ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე

სიაში ასევე  რამდენიმე დეპუტატია, მათ შორის სერგო რატიანი  – 5 ათასი ლარი, ზურაბ ჭიაბერაშვილი  – 2 ათასი ლარი, გიორგი კანდელაკი  – 5 ათასი ლარი, აკაკი ბობოხიძე  – 7 600 ლარი, ირაკლი აბესაძე  – 5 ათასი ლარი, ელენე ხოშტარია – 5 ათასი ლარი  და ოთარ კახიძე  – 4 ათასი ლარი.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, „ქართულმა ოცნებამ“ ივლის-აგვისტოში მხოლოდ 20 ლარის ფულადი საწევრო შენატანი მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ათასი ლარი (არაფულადი შემოწირულობა), „ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ“ 88 ლარი (შემოწირულობა და საწევრო შენატანი), „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 400 ლარი.

ცესკო ეს–ესაა, არჩევნებისთვის მზადებას შეუდგა, ოპოზიცია კი უკვე უკმაყოფილოა >>

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა" 2017 წლის თებერვალში დაფუძნდა, როდესაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რიგი თანამოაზრეები განუდგნენ.

ყველა ახალი ამბავი
0