თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში მე-4 სართულის ფანჯრიდან ორი წლის გოგონა გადმოვარდა და დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა ამ საღამოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.