ტყიბულის შახტის ექვსივე თანამშრომელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაცვის მხარე თითოეული დაკავებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ტყიბულის შახტის ექვს თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

დაცვის მხარე თითოეულ მათგანისთვის გირაოს სახით 5000 ლარის შეფარდებას ითხოვდა. თუმცა  მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

ტყიბულის შახტის თანამშრომლები სამართალდამცველებმა 6 აგვისტოს 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს.

დაკავება - Sputnik საქართველო
შვიდი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა ტყიბულის შატხებში მომხდართან დაკავშირებით

სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკავებული არიან: მინდელის სახელობის შახტის დირექტორი — ა. ა., ამავე შახტის მთავარი ინჟინერი — გ.კ., შახტის მენეჯერი — მ.კ., N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი მ.ა., ამავე უბნის უფროსის მოადგილე — ტ.ა. და უფროსის თანაშემწე გ.ქ.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების მიერ დარღვეულ იქნა „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები, რომლის თანახმად, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები.

სამართალდამცავების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ ის, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, შახტში ჭერი არ იყო გამაგრებული და ხელოვნურად ჩამოშლილი, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების წარმოება.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მთავრობა ტყიბულის შახტის მართვაზე უარს აცხადებს

5 აპრილს, დაახლოებით, 03:30 საათზე, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა შახტის 6 თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა მეშახტემ.

არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

მომდევნო სასამართლო სხდომა 20 სექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.


ყველა ახალი ამბავი
0