საქართველოში მედიკამენტებს ვარგისიანობის ვადა და დოზირება შეუცვალეს

გამოწერა
კომპანიამ მედიკამენტის ოფიციალური მწარმოებლის თანხმობის გარეშე კუსტარულად მოახდინა ყველა ფლაკონის შეფუთვა და ეტიკეტირება.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უზბეკეთში მედიკამენტების უკანონო შეტანა აღკვეთა, რომლებიც ბავშვებისა და დიდებისთვის, ჰემოფილიით დაავადებულთათვის არის განკუთვნილი, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზედმეტი წამლები - Sputnik საქართველო
პოლიფარმაცია - როგორ მოვიქცეთ, როცა ექიმი საჭიროზე მეტ მედიკამენტს გვინიშნავს

კერძოდ, მედიკამენტების რეალიზატორი კომპანიის წარმომადგენლებმა 2 აგვისტოს ერთ-ერთ საბაჟოზე წარმოადგინეს დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, ცენტრალურ აზიაში  EMOCLOT-ის 1,5 ათასზე მეტი ფლაკონის ექსპორტს გეგმავდნენ, რომლის ღირებულება 335 ათას  აშშ დოლარზსე მეტია.

კომპანიის მიერ საბაჟოზე წარდგენილ ინვოისში არასწორად იყო მითითებული მედიკამენტის დოზირება 1000 МЕ/10 მლ.-ის ნაცვლად, დაფიქსირებული იყო 500 МЕ/10 მლ.

გარდა ამისა, კომპანიამ მედიკამენტის ოფიციალური მწარმოებლის თანხმობის გარეშე კუსტარულად მოახდინა ყველა ფლაკონის შეფუთვა და ეტიკეტირება. ასევე, მედიკამენტის ნაწილზე, განახლებულ ეტიკეტზე ვარგისიანობის ვადად ნაცვლად 2019 წლისა, დააფიქსირა 2022 წელი და შეცვალა მედიკამენტის სერიული ნომერი, რომლითაც ხდება მედიკამენტის იდენტიფიცირება.

ამ ეტაპზე მედიკამენტების შიგთავსისა და ვარგისიანობის დადგენის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით („საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა", რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0