მარგველაშვილი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღდგება მშვიდობიანად

© FB / Giorgi Margvelashviliმრგვალი მაგიდა
მრგვალი მაგიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე თბილისს პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი ეწვივნენ

თბილისი, 7 აგვისტო — sputnik.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დღეს მრგვალი მაგიდა – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გაიმართა,  ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე თბილისს პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი ეწვივნენ. მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტი ლიეტუვისა და პოლონეთის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძემ მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა,  პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  და საქართველოში ვიზიტად მყოფი მაღალი რანგის სტუმრებმა მიმართეს.

„ჩვენ არ შევჩერდებით არც ქვეყნის განვითარების, არც დემოკრატიის გაღრმავების, არც ევროკაშირში ინტეგრაციის და არც ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მთელი სტრატეგიული გეგმები, რომელიც საზოგადოებამ დაგვისახა, არის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ ნიშნულებად დასახული და ამ გეგმების შესრულება არის გარანტი იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღდგება მშვიდობიანად“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მრგვალი მაგიდის  მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკა   და აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების  ჩართულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის სტუმრები  პატივს მიაგებენ ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.

2008 წლის აგვისტოს დასაწყისში საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში მასშტაბური სამხედრო შეტაკება დაიწყო. რუსეთმა ეს შეაფასა როგორც აგრესიის აქტი, გამოაცხადა მშვიდობის იძულების ოპერაციის შესახებ, ჯარი ორი მიმართულებით შემოიყვანა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარება კონტროლქვეშ აიყვანა.

საერთაშორისო თანამეგობრობის და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით 12 აგვისტოს მიიღეს ე.წ. ექვსპუნქტიანი შეთანხმება. დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგად შეწყდა საომარი მოქმედებები და რუსეთმა სამხედრო ნაწილების გაყვანა დაიწყო ე.წ. ბუფერული ზონებიდან.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ გამოაცხადა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულად გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0