პოლიციამ ზუგდიდში მამაკაცის მკვლელობის ფაქტი გახსნა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 40 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 55 წლის რ.ჯ. დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ოთხი წლის ბავშვის მკვლელობა ბათუმში: მკვლელი შერაცხადი ყოფილა

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ღამით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1978 წელს დაბადებულ შ.დ.-ს., რომელიც  საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0