თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. რვა ადამიანი დაშავდა თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელთა შორის ხუთი არასრულწლოვანია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავტომობილებიდან დაშავებულები მაშველებმა გამოიყვანეს.
ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.