თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. პარიზში მცხოვრები ცნობილი ბრაზილიელი მომღერალი სალომე დე ბაია (Salome De Bahia) 2018 წლის 15 აგვისტოს ბათუმში წარდგება.
შემსრულებლის კონცერტი ბათუმის კლუბ UP2U- ში ძველ ბულვარზე გაიმართება. საღამო 23:00 საათზე იწყება. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, კონცერტის სტუმრებს „გიჟური ბრაზილიური ენერგიით" სავსე საღამო ელოდება.
სალომე დე ბაიამ კარიერა 1915 წელს ბრაზილიაში დაიწყო. თუმცა, 1979 წლამდე ვერცერთ სიმღერას მომღერლისთვის წარმატება არ მოუტანია. სალომე მღეროდა კერძო წვეულებზე, ბარებსა და რესტორნებში.
1994 წელს სალომე გადავიდა პარიზში, სადაც შეხვდა საფრანგეთის დიჯეის და პროდიუსერ ბობ სინკლერს. დე ბაიას ხმამ და სხვადასხვა ჟანრის სიმღერების შესრულების უნარმა დაიპყრო მისი გული (ის ასრულებდა ბოსა ნოვას, სალსას, ჯაზს და ელექტრონულ მუსიკას), და სინკლერის დახმარებით ის პოპულარული გახდა.
ფესტივალი ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავებს შეკრებს >>
1995 წელს, ჯგუფ The Reminiscence Quartet-თან ერთად სალომემ და სინკლერმა ჩაწერეს ალბომი Psychodelico, რომლითაც ჯგუფმა იმოგზაურა მთელს მსოფლიოში და Jazz Bop ფესტივალი ბრაიტონში გახსნა. 1998 წელს სალომემ და სინკლერმა Sony Records-თან ერთად ალბომი Sun Sun გამოუშვეს. ასევე სალომემ სტივი უანდერის სიმღერა Another Star შეასრულა, რომელიც ჩაწერილია სახელწოდებით Outro Lugar (1999). სიმღერა შევიდა ალბომში Brasil, რომელიც ჩაწერილია 2005 წლის ლეიბლებით Yellow Productions Recordings / Tommy Boy Entertainment.
ალბომში შევიდა ისეთი სტილები, როგორიცაა სამბა, სალსა, მამბო, ბოსა-ნოვა და თანამედროვე კლუბური მუსიკა. Brasil მომღერლის ბოლო სტუდიური ალბომი იყო. თუმცა, სალომე დე ბაია განაგრძობს სიმღერების ჩაწერას, უშვებს სინგლებსა და EP-ს, ასევე აქტიურად ასრულებს კონცერტებს მთელს მსოფლიოში.