ბუნების საოცრებები, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში იქმნებოდა

გამოწერა

ბუნების დაუჯერებელი, დიდებული და საოცარი ქმნილებები — კანიონები. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში მსოფლიოს ყველაზე ლამაზი კანიონების სურათების ნაკრები

კანიონები ჩვენი პლანეტის ყველაზე დრამატული ლანდშაფტია. ისინი ფანტასტიური პეიზაჟებითა და დიდი ზომებით გამოირჩევიან. უმეტესობა მათგანი სწრაფი დინების მდინარეებით კლდეების გამორეცხვის შედეგად წარმოიქმნა. სიტყვა "კანიონი" ესპნაური წარმომავლობისაა და ძირითადად აშშ-ში გამოიყენება, ხოლო ევროპასა და პლანეტის აღმოსავლეთში უპირატესობას ტერმინ "ხეობას" ანიჭებენ.

CC0 / Pixabay / გლენ-კანიონი ამერიკელებისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია დასასვენებლად. 1956 წელს აქ დაიწყო კაშხლის მშენებლობა, რის შედეგადაც წარმოიქმნა ტბა პაუელი - აშშ-ში სიდიდით მეორე წყალსაცავი
გლენ-კანიონი არიზონაში - Sputnik საქართველო
1/12
გლენ-კანიონი ამერიკელებისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია დასასვენებლად. 1956 წელს აქ დაიწყო კაშხლის მშენებლობა, რის შედეგადაც წარმოიქმნა ტბა პაუელი - აშშ-ში სიდიდით მეორე წყალსაცავი
CC0 / Pixabay / მექსიკის შტატ ჩიაპასში მდებარეობს ცნობილი კანიონი დელ სუმიდერო. ხეობაში კლდეების სიმაღლე ათას მეტრს აღწევს. კანიონის ზომა 30 კილომეტრია, მის ძირში კი მდინარე გრიჰალვა მიედინება. 1972 წლიდან კანიონი სახელმწიფო პარკია
სუმიდეროს კანიონი მექსიკაში - Sputnik საქართველო
2/12
მექსიკის შტატ ჩიაპასში მდებარეობს ცნობილი კანიონი დელ სუმიდერო. ხეობაში კლდეების სიმაღლე ათას მეტრს აღწევს. კანიონის ზომა 30 კილომეტრია, მის ძირში კი მდინარე გრიჰალვა მიედინება. 1972 წლიდან კანიონი სახელმწიფო პარკია
CC0 / Pixabay / ჰავაის დასავლეთ ნაწილში, კუნძულ კაუიზე გასაოცარი სანახაობა იშლება - გამწვანებულ ვულკანურ კლდეებში მდებარეობს შთამბეჭდავი კანიონი ვაიმეა. მას ასევე "წყნარი ოკეანის დიდ კანიონად" მოიხსენიებენ
ვაიმეას კანიონი, ჰავაი - Sputnik საქართველო
3/12
ჰავაის დასავლეთ ნაწილში, კუნძულ კაუიზე გასაოცარი სანახაობა იშლება - გამწვანებულ ვულკანურ კლდეებში მდებარეობს შთამბეჭდავი კანიონი ვაიმეა. მას ასევე "წყნარი ოკეანის დიდ კანიონად" მოიხსენიებენ
CC0 / Pixabay / სპილენძის კანიონი მექსიკის შტატ ჩიუაუაში მდებარეობს. ეს კანიონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუნებრივი საოცრებაა ჩრდილოეთ ამერიკაში. ზუსტად ამ ხეობის გავლით მიდის რკინიგზა ჩიუაუადან კალიფორნიამდე. დასახელება კანიონმა მასზე არსებული მწვანე საფარისა და ლიქენების დამსახურებით მიიღო, რომლებიც ფერდობებს ფარავენ
სპილენძის კანიონი მექსიკაში - Sputnik საქართველო
4/12
სპილენძის კანიონი მექსიკის შტატ ჩიუაუაში მდებარეობს. ეს კანიონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუნებრივი საოცრებაა ჩრდილოეთ ამერიკაში. ზუსტად ამ ხეობის გავლით მიდის რკინიგზა ჩიუაუადან კალიფორნიამდე. დასახელება კანიონმა მასზე არსებული მწვანე საფარისა და ლიქენების დამსახურებით მიიღო, რომლებიც ფერდობებს ფარავენ
CC0 / Pixabay / დრაკონის მთების ჩრდილოეთ ნაწილში ძალიან საინტერესო ბუნებრივი წარმონაქმნი გვხვდება, რომელსაც მდინარე ბლაიდის კანიონს უწოდებენ. ეს კანიონი სიდიდით მესამეა მსოფლიოში - მისი სიგრძე 26 კილომეტრია, სიღრმე კი - 1,4 კმ
მდინარე ბლაიდის კანიონი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - Sputnik საქართველო
5/12
დრაკონის მთების ჩრდილოეთ ნაწილში ძალიან საინტერესო ბუნებრივი წარმონაქმნი გვხვდება, რომელსაც მდინარე ბლაიდის კანიონს უწოდებენ. ეს კანიონი სიდიდით მესამეა მსოფლიოში - მისი სიგრძე 26 კილომეტრია, სიღრმე კი - 1,4 კმ
CC0 / Pixabay / კანიონი მატკა მაკედონიაში მდინარე ტრესკაზე მდებარეობს. მისი წარმოქმნის ისტორია ძალიან საინტერესოა. 1938 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მდინარეზე კაშხალი ააგო, რათა წყლით უზრუნველეყოთ ახლად აშენებული ჰიდროექლეტრო სადგური. ხელოვნური წყალსაცავი მალევე იქცა ლამაზ დასასვენებელ ადგილად
კანიონი მატკა მაკედონიაში - Sputnik საქართველო
6/12
კანიონი მატკა მაკედონიაში მდინარე ტრესკაზე მდებარეობს. მისი წარმოქმნის ისტორია ძალიან საინტერესოა. 1938 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მდინარეზე კაშხალი ააგო, რათა წყლით უზრუნველეყოთ ახლად აშენებული ჰიდროექლეტრო სადგური. ხელოვნური წყალსაცავი მალევე იქცა ლამაზ დასასვენებელ ადგილად
CC0 / Pixabay / მსოფლიოს ყველაზე ღრმა კანიონი არეკიპადან 180 კილომეტრში მდებარეობს. როდესაც ტურისტები ხედისათვის გამოყოფილ მოედანზე დგანან და გიგანტურ ანდურ კონდორებს აკვირდებიან, რომლებიც სიჩუმეს ყივილით არღვევენ, შთაბეჭდილებებისგან განცვიფრებულები რჩებიან
კოპკას კანიონი პერუში - Sputnik საქართველო
7/12
მსოფლიოს ყველაზე ღრმა კანიონი არეკიპადან 180 კილომეტრში მდებარეობს. როდესაც ტურისტები ხედისათვის გამოყოფილ მოედანზე დგანან და გიგანტურ ანდურ კონდორებს აკვირდებიან, რომლებიც სიჩუმეს ყივილით არღვევენ, შთაბეჭდილებებისგან განცვიფრებულები რჩებიან
CC0 / Pixabay / ჩარინის კანიონი ჩარინის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს და წარმოქმნილია დანალექი ქანებისგან, რომელთა ასაკიც დაახლოებით 12 მილიონი წელია. კანიონის სიგრძე 154 კილომეტრია, ხოლო მთების სიმაღლე 150-300 მეტრამდე მერყეობს
ჩარინის კანიონი - Sputnik საქართველო
8/12
ჩარინის კანიონი ჩარინის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს და წარმოქმნილია დანალექი ქანებისგან, რომელთა ასაკიც დაახლოებით 12 მილიონი წელია. კანიონის სიგრძე 154 კილომეტრია, ხოლო მთების სიმაღლე 150-300 მეტრამდე მერყეობს
CC0 / Pixabay / დიდი გკანიონი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღრმა კანიონად მიიჩნევა. ფიქალის, კირქვისა და ქვიშაქვის ფენებში კი მდინარე კოლორადო მიედინება. ამ სილამაზის შესაქმნელად ბუნებას დაახლოებით 10 მილიონი წელიწადი დაჭირდა
დიდი კანიონი არიზონაში - Sputnik საქართველო
9/12
დიდი გკანიონი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღრმა კანიონად მიიჩნევა. ფიქალის, კირქვისა და ქვიშაქვის ფენებში კი მდინარე კოლორადო მიედინება. ამ სილამაზის შესაქმნელად ბუნებას დაახლოებით 10 მილიონი წელიწადი დაჭირდა
CC0 / Pixabay / კანიონი ბრაისი იუთას შტატის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს. კანიონი უნიკალურია საკუთარი გეოლოგიური ქანების სტრუქტურით, რომლებიც მილიონობით წლის წინ წარმოიქმნა ქარისა და წყლის ზემოქმედების შედეგად
კანიონი ბრაისი, აშშ - Sputnik საქართველო
10/12
კანიონი ბრაისი იუთას შტატის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს. კანიონი უნიკალურია საკუთარი გეოლოგიური ქანების სტრუქტურით, რომლებიც მილიონობით წლის წინ წარმოიქმნა ქარისა და წყლის ზემოქმედების შედეგად
CC0 / Pixabay / დე შელის კანიონი არიზონას შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთით ნავახოს ტომების რეზერვაციის ფარგლებში მდებარეობს. კანიონთან მისვლაზე შეზღუდვა მოქმედებს, სტუმრებს შეუძლიათ მხოლოდ გიდთან ერთად მოინახულონ კანიონი, რომელიც, როგორც წესი, ნავახოს ტომიდანაა. ერთადერთი გამონაკლისი ტურისტული ტრასა "თეთრი სახლის ნანგრევებია"
დე შელის კანიონი, არიზონა - Sputnik საქართველო
11/12
დე შელის კანიონი არიზონას შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთით ნავახოს ტომების რეზერვაციის ფარგლებში მდებარეობს. კანიონთან მისვლაზე შეზღუდვა მოქმედებს, სტუმრებს შეუძლიათ მხოლოდ გიდთან ერთად მოინახულონ კანიონი, რომელიც, როგორც წესი, ნავახოს ტომიდანაა. ერთადერთი გამონაკლისი ტურისტული ტრასა "თეთრი სახლის ნანგრევებია"
CC0 / Pixabay / ანტილოპას კანიონი - ერთ-ერთი ყველაზე საოცარი კანიონია ამერიკაში. წყალი ამ შედევრის შექმნაზე ასობით წლის განმავლობაში მუშაობდა. წვიმის შემდეგ წყალი ხეობაში გროვდებოდა და ქანებს ამუშავებდა. სხვა კანიონებისგან განსხვავებით, მისი ზომები არც ისე დიდია. მისი შესასვლელი მიწაში გაჩენილი ვიწრო ხვრელია, რომელშიც თანხმლების გარეშე, ალბათ, არავინ შევა
ანტილოპას კანიონი, აშშ - Sputnik საქართველო
12/12
ანტილოპას კანიონი - ერთ-ერთი ყველაზე საოცარი კანიონია ამერიკაში. წყალი ამ შედევრის შექმნაზე ასობით წლის განმავლობაში მუშაობდა. წვიმის შემდეგ წყალი ხეობაში გროვდებოდა და ქანებს ამუშავებდა. სხვა კანიონებისგან განსხვავებით, მისი ზომები არც ისე დიდია. მისი შესასვლელი მიწაში გაჩენილი ვიწრო ხვრელია, რომელშიც თანხმლების გარეშე, ალბათ, არავინ შევა
ყველა ახალი ამბავი
0