თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ქალაქ გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა გუშინ ღამით, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, გორის შესასვლელთან მოხდა. ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
მძღოლს შემთხევის ადგილი არ მიუტოვებია. მან თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო ("ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია"), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.