თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. გამოკითხულთა 1%-მა არ იცის, რა არის ინტერნეტი — გაირკვა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგად.
საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა 23 ივნისიდან 8 ივლისამდე. გამოკითხვა ჩატარდა პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით და გამოკითხულ იქნა 2,9 ათასზე მეტი ადამიანი. ცდომილება 1,9%-ს შეადგენს.
კითხვაზე, „რამდენად ხშირად სარგებლობთ ინტერნეტით?", გამოკითხულთა 54% აცხადებს, რომ ყოველ დღე, ხოლო 28% აცხადებს, რომ არასდროს არ იყენებენ ინტერნეტს. მესამე ადგილზე არიან ადამიანები, რომლებიც ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც იყენებენ (10%), შემდეგ მოდის კატეგორია ადამიანების, რომლებიც იყენებენ ინტერნეტს უფრო იშვიათად (5%) და 1% აცხადებს, რომ ინტერნეტით თვეში ერთხელ მაინც სარგებლობს.
ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში გამოკითხულთა 52% იყენებს ინტერნეტს კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად, 38% არასდროს სარგებლობს, ხოლო 10% — იშვიათად.
საქართველოში დღეს 755 ათასზე მეტი ინტერნეტ-აბონენტი და 160 ინტერნეტ-პროვაიდერია. მათგან ყველაზე მსხვილია Siklnet, Caucasus Online, Magticom და „ახალი ქსელები“. საქართველოში ყველაზე გავრცელებულია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი. 20 მეგაბიტის საშუალო თვიური ღირებულება წამში დაახლოებით 30 ლარია ($ 12).