ოქრო და ბრინჯაო: ქართველი მოჭიდავეების წარმატება ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

© FB / GeoWrestlingქართელი მოჭიდავე ზურაბ ურთაშვილი
ქართელი მოჭიდავე ზურაბ ურთაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ტურნირზე გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ქართველმა მოჭიდავეებმა ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც რომში დასრულდა.

პირველი ადგილი დაიკავა ზურაბ ურთაშვილმა (-97 კგ), რომელმაც ფინალურ მატჩში თურქ ფეიზულა აქტურქს (Fejzulah Akturk) ანგარიშით 9: 1 მოუგო.

ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს თეიმურაზ ვანიშვილმა (-57 კგ), რამაზ თურმანიძემ (-61 კგ) და დემურ მეგენეიშვილმა (-86 კგ).

საქართველოს ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში ამ შედეგით საერთო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულია რუსეთის გუნდი, რომელმაც ოთხი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვა. შემდეგ მოდიან სომხეთის (3-0-2) და თურქეთის (2-1-2) მოჭიდავეები.

მანამდე, რომში, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიგეს: ოქრო — თემურ ჭკუასელიძე (-87 კგ),  ვერცხლი — ჯონი ხეცურიანი (-67 კგ) და 2 ბრინჯაოს მედალი — ლერი აბულაძე (-63 კგ) და ბექა გურული (-77 კგ).


ყველა ახალი ამბავი
0