კორიდა ბიზონთან: პოლიციამ აგრესიული „ტორეადორი“ დააპატიმრა

გამოწერა

ორეგონელმა (აშშ) რაიმონდ რეინკემ იელოუსტონის ეროვნულ პარკში სამანქანე გზაზე გამოსული ბიზონი დაინახა და ტორეადორობის გუნებაზე დადგა.

მამაკაცი ბიზონს წინ გადაუდგა და ხელების ქნევა დაუწყო. უზარმაზარი ტანის ცხოველი რამდენჯერმე გაექანა კაცისკენ, მაგრამ მან თავის არიდება მოასწრო. 

რეინკეს „კორიდა“ კამერაზე თვითმხილველებმა აღბეჭდეს, რომლებიც საკმაოდ დააფრთხო უზარმაზარი ტანის ცხოველთან მამაკაცის შეთამამებამ. 

აღსანიშნავია, რომ ამ კადრებით პირველ რიგში პოლიცია დაინტერესდა და რაიმონდ რეინკე კიდევ ერთხელ დააკავა. კიდევ ერთხელ იმიტომ, რომ რამდენიმე დღით ადრე ის მთვრალ მდგომარეობაში დებოშისთვის გახლდათ დაკავებული. 

ყველა ახალი ამბავი
0