ლალი ხვედელიანი: სტამბულში ქართველებმა შემოქმედებითი საღამო მომიწყეს

© Sputnik / Levan Avlabreliპოეტი ლალი ხვედელიანი
პოეტი ლალი ხვედელიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ლალი ხვედელიანი საუბრობს შემოქმედებით საღამოზე, რომელიც სტამბულში ქართველების ინიციატივით ჩატარდა. 

ლალი ხვედელიანი: სტამბულში ქართველებმა შემოქმედებითი საღამო მომიწყეს

„ამ საღამოს მოწყობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო სტამბულში მცხოვრებ არაჩვეულებრივ ქალბატონებს —  ნესტან სოფაძესა და მელანი თურქმენს“, —  განუცხადა ლალი ხვედელიანმა „Sputnik-საქართველოს“.

ლალი ხვედელიანი — ჟურნალისტი, პიანისტი, დიზაინერი, გერმანული ენის სპეციალისტი, 90-იანი წლების ტელევიზიის პოპულარული დიქტორი. არის მწერალთა კავშირის წევრი და ლექსებს სამ ენაზე: ქართულად, რუსულად და გერმანულად წერს. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „ლალი ხვედელიანის უცნაური ზაფხული“. ამზადებს სამკაულებს და ხელნაკეთ ნივთებს. მისმა ნახელავმა WORLD WIJEN-ის დიზაინერთა კონკურსში გაიმარჯვა. 


 


ყველა ახალი ამბავი
0