რეზინის ტყვიები და შუქბგერითი ყუმბარები: პოლიციამ მიტინგი დაშალა

© Twitter / PDX Mike Bivinsშეტაკება ულტრამემარჯვენე ძალებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის პორტლენდში
შეტაკება ულტრამემარჯვენე ძალებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის პორტლენდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, შეხლაშემოხლაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ოთხი კი პოლიციამ დააკავა.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. აშშ-ში, ორეგონის შტატის პოლიციას პორტლენდში რეზინის ტყვიებისა და შუქბგერითი ყუმბარების გამოყენება მოუხდა, რათა არ დაეშვა შეტაკება ულტრამემარჯვენე ძალებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის, იუწყება ამერიკული პრესა.

Video shows a struggle for a flag and then a black-clad person hit this dude in the head before he drops. I was watching the blood pour out of his head and into the street. #DefendPDX #AllOutPDX pic.twitter.com/KPRk1D8l00

​გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერმა, უკიდურესად მემარჯვენე დაჯგუფება Patriot Prayer-ის შაბათს გამართულმა მიტინგმა მოწინააღმდეგე ძალების ყურადღება მიიქცია. Portland Tribune-ს ინფორმაციით, კონტრპროტესტანტთა შორის იყვნენ პროფკავშირების წარმომადგენლები, იმიგრანტთა უფლებების დამცველები და სხვ. 

​საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს პოლიციის მოთხოვნაზე, გაეთავისუფლებინათ ქუჩა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები და შუქბგერითი ყუმბარები გამოიყენეს დემონსტრანტების დასაშლელად. თავის მხრივ, აქციის მონაწილეები ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ პოლიციელებს.  

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, შეხლაშემოხლაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ოთხი კი პოლიციამ დააკავა. 


ყველა ახალი ამბავი
0