ხვალ ბეშუმში „შუამთობის” დღესასწაულს აღნიშნავენ

© photo: courtesy of Beshumiაჭარის კურორტი ბეშუმი ზაფხულში
აჭარის კურორტი ბეშუმი ზაფხულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია კონცერტი, სპორტული შეჯიბრი და სხვა აქტივობები.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას აჭარის მაღალმთიანეთში ტრადიციული სახალხო ზეიმი „შუამთომა“ იმართება, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია სპორტული შეჯიბრებები და კონცერტი. სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ანსამბლები იზრუნებენ. სტუმრებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების ხილვის შესაძლებლობა ექნებათ.

5 აგვისტოს მემთეურებსა და ვიზიტორებს სახალხო დღესასწაულს ოფიციალური პირებიც მიულოცავენ.

საუკუნეებია დღესასწაული მთაში ყოფნის შუა პერიოდს ემთხვევა და ამიტომაც ეწოდება მას „შუამთობა”.

ბეშუმი პოპულარულია როგორც სტუმრებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ის გოდერძის უღელტეხილიდან 7 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1930 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტის თავისებურებაა ძალზე სუფთა, გამჭვირვალე ჰაერი. განსაკუთრებით სასარგებლოა ის ბრონქული ასთმით და, ზოგადად, სასუნთქი გზების დაავადების მქონე ადამიანებისთვის. 

ბეშუმში საკურორტო სეზონი ივნისის შუა რიცხვებიდან იწყება და სექტემბრის დასაწყისში მთავრდება.


ყველა ახალი ამბავი
0