ტაქსის მძღოლების ნაწილი შეღავათით ისარგებლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliქალი აჩერებს ტაქსის თბილისის ცენტრში
ქალი აჩერებს ტაქსის თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეღავათით ისარგებლებენ მძღოლები, ვისაც 2013 წლის პირველ ივლისამდე დარეგისტრირებული აქვთ ჰიბრიდული ან ელექტრო ძრავის მქონე ავტომობილები.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ტაქსით გადაყვანის ნებართვის აღების მსურველებს საფასო შეღავათს სთავაზობს, ნათქვამია შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მძღოლებს, ვისაც 2013 წლის პირველ ივლისამდე დარეგისტრირებული აქვთ ჰიბრიდული ან ელექტრო ძრავის მქონე ავტომობილები.

ტაქსი - Sputnik საქართველო
პირველი აგვისტოდან თბილისში ტაქსების რეგისტრაცია იწყება

„მოქალაქეებს რომელთაც სურვილი აქვთ მიიღონ ტაქსით გადაყვანის ნებართვა, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში საწვავის ტიპის მითითების მიზნით შეუძლიათ მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და ცვლილების განხორციელებისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის მომსახურება მიიღონ უსასყიდლოდ“, — ნათქვამია განცხადებაში.

საფასო შეღავათი არ ეხებათ მძღოლებს, ვისაც 2013 წლის პირველ ივლისამდე წარმოეშვათ რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის ვალდებულება და ამ მიზნით არ მიუმართავს მომსახურების სააგენტოსთვის.

ნოემბრიდან ტაქსის მძღოლებს თბილისში ნებართვა დასჭირდებათ >>

თბილისში ტაქსების ლიცენზიის გაცემის პროცესი პირველი აგვისტოდან დაიწყო და პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

ნებართვის მაძიებლები რეგისტრაციის გავლას ელექტრონულად, taxi.tbilisi.gov.ge-ზე შეძლებენ. ასევე, დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიმართონ გამგეობებს, სადაც მათ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაეხმარებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0