მესტიის მუზეუმში ნაქარგობის უნიკალური ნიმუშების გამოფენა მიმდინარეობს

© FB / Georgian National Museumსვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე წარმოდგენილია 40-მდე ხელოვანის მიერ ოქრომკედით, ვერცხლმკედით ხევსურული ორნამენტებით და ჯვრული ტექნიკით შესრულებული ნაქარგობის უნიკალური ნიმუშები.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში მესტიაში გამოფენა „თამარისი" მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

პროექტის ავტორები არიან იზოლდა მელიქიშვილი, დარიკო ჩიხლაძე და ლიანა ანიაშვილი.

გამოფენაზე წარმოდგენილია 40-მდე ხელოვანის მიერ საეკლესიო და საერო, ოქრომკედით, ვერცხლმკედით ხევსურული ორნამენტებით და ჯვრული ტექნიკით შესრულებული ნაქარგობის უნიკალური ნიმუშები.

თუშეთი - Sputnik საქართველო
თუშეთში „მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018“ აღინიშნება

„გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მეფეების თეიმურაზ II და ვახტანგ VI სრული შესამოსელი (ასლი); საქართველოს სხვადასხვა კუთხის დამახასიათებელი საერო სამოსი (სამუზეომო ასლები); უძველესი ჭედურობით ლითონში შესრულებული სამუზეუმო ასლები; დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნივთები და სხვა“, — ნათქვამია განცხადებაში.

გამოფენის ფარგლებში, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი პროფესორი იზოლდა მელიქიშვილი წაიკითხავს ლექციათა კურსს თანამედროვე ქართული ნაქარგობის აღორძინების, ჯვრული ნაქარგობის, ოქრომკედით ქარგვის ტექნიკისა და ტრადიციების შესახებ. 

ოქრომკედით ქარგვაში გაიმართება მასტერკლასი, რომელსაც დარიკო ჩიხლაძე გაუძღვება. ასევე გაიმართება  ჯვრულით ქარგვის მასტერკლასი, რომელსაც ლიანა ანიაშვილი გაუძღვება. გამოფენის ფარგლებში გაიმართება საგანმანათლებლო-გასართობი პროგრამა.

„ფოლკლორის დღეები“ ბათუმში ერთ თვეს გაგრძელდება >>

გამოფენა ეძღვნება მონაზონ თამარის (ეთერ უროტაძე) ხსოვნას.

გამოფენა 28 ივლისს გაიხსნა და 28 აგვისტომდე გასტანს.


ყველა ახალი ამბავი
0