საქართველოდან სიგარეტის ექსპორტი თერთმეტჯერ გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსიგარეტის კოლოფები
სიგარეტის კოლოფები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიგარეტი ისევე, როგორც ავტომობილი, საქართველოდან ექსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება მიგნებულია მოწევისთვის თავის დანებების ყველაზე ეფექტური და იაფი მეთოდი

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველომ 2018 წლის იანვარ-ივნისში საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანა 53,7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სიტარეგი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 11-ჯერ აღემატება, აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მასალებში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, ექსპორტირებული პროდუქცია თითქმის მთლიანად წარმოადგენს რეექსპორტს, ანუ, პროდუქციის ექსპორტს, რომელსაც საქართველოში არ აწარმოებენ.

ამწეები ფოთის პორტში - Sputnik საქართველო
საქართველოდან ექსპორტის რეკორდული ზრდა გრძელდება

სიგარეტს საქართველოდან ძირითადად აგზავნიან აზერბაიჯანში — ამ ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 38,7 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი.

თამბაქოს პროდუქცია საქართველოდან ასევე იგზავნება უზბეკეთში — 6,1 მლნ დოლარის ღირებულების, ყაზახეთში — 5,8 მლნ დოლარის და სინგაპურში — 2,5 მლნ დოლარის ღორებულების. სიგარეტის პროდუქცია მცირე რაოდენობით ასევე იგზავნება საბერძნეთში, თურქეთსა და სომხეთში.

სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ექვს თვეში ასევე გაიზარდა სიგარეტის იმპორტი და 63,5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვებელს ორჯერ აღემატება.

„მიგნებულია მოწევისთვის თავის დანებების ყველაზე ეფექტური და იაფი მეთოდი">>

რეექსპორტის ძირითადი ნაწილია მსუბუქი ავტომობილები. წლის პირველ ნახევარში საქართველოში შემოიტანეს 273 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები (ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით — 21%), ხოლო იმპორტმა 163,5 მლნ დოლარი შეადგინა (93%).

ყველა ახალი ამბავი
0