კიკალეიშვილი: ამით შემდეგში დიდ ეკონომიას ვაკეთებთк
„საქართველოში ინტერიერის დიზაინერის მომსახურებას მხოლოდ კომფორტად და ზედმეტ ხარჯად თვლიან, რაც არასწორი მიდგომაა. როცა დიზაინერს ვქირაობთ, მართალია, ვიხდით თანხას, მაგრამ შემდეგში დიდ ეკონომიას ვაკეთებთ. რემონტის დროს ყველაფერი სწორად უნდა დაიგეგმოს, რომ შემდეგ საჭირო არ გახდეს მისი გადაკეთება და ზედმეტი ხარჯები არ გავიღოთ", — ამბობს კიკალეიშვილი.
კიკალეიშვილის განცხადებით, რემონტის დროს არაერთი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი. მისი თქმით, თუ ინტერიერში სამ კომპონენტს – სტილს, ფერებს და განათებას სწორად განვსაზღვრავთ, საუკეთესო შედეგს მივიღებთ.