სუს-ი სამცხე-ჯავახეთში საბჭოურ სიმბოლიკას შეისწავლის

© Sputnik / STRINGERსტალინის ძეგლი მის სახლ-მუზეუმთან
სტალინის ძეგლი მის სახლ-მუზეუმთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამცხე-ჯავახეთში რეგიონული გაზეთის მიმართვის საფუძველზე ძეგლებით დაინტერესდა

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული სპეცილური კომისია, რომელიც ქვეყანაში კომუნისტური სიმბოლიკის გავრცელების აკრძალვაზე მუშაობს, სამცხე-ჯავახეთში საბჭოთა პერიოდის ძეგლებს შეისწავლის, იუწყება Новости-Грузия სუს-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

უსაფრთხოების სამსახური ქართველი ფაშისტებით დაინტერესდა >>

საბჭოური სიმბოლიკის შესწავლას საფუძვლად რეგიონული გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ მიმართვა დაედო. ივნისში გაზეთმა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „სტალინის ძეგლები და მონუმენტები — აკრძალული საბჭოური სიმბოლიკა სამცხე-ჯავახეთში“. რეგიონის ზოგიერთ სოფელში დღემდე დგას სტალინის ძეგლები.

საბჭოთა კავშირის გერბი - Sputnik საქართველო
სუს-ი: საქართველოში კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია

საქართველოში 2011 წლიდან „თავისუფლების ქარტიის კანონი“ მოქმედებს.

„ძეგლების არსებობასთან დაკავშირებით, რომლებიც ტოტალიტარულ კომუნისტურ იდეოლოგიას ატარებს, „თავისუფლების ქარტიის კანონით“ განსაზღვრულმა კომისიამ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, საკითხის სრულფასოვანი შესწავლის მიზნით თვითმმართველობის ორგანოებს მიმართა“, — აღნიშნეს სუს-ში.

„თავისუფლების ქარტიის“ თანახმად, კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს გაფრთხილებას, ხოლო კანონის განმეორებითი იგნორირება — ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0