რამდენი „მღვდელმსახური" აკურთხა „გირჩმა" ამჯერად

© FB / Levan Jgerenaiaლევან ჯგერენაია
ლევან ჯგერენაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გირჩის" მღვდელმსახურის მოწმობა საქართველოს მასშტაბით 2000-მა წვევამდელმა აიღო, განუცხადა „ბიბლიური თავისუფლების" ეპისკოპოსმა ლევან ჯგერენაიამ „Sputnik- საქართველოს".
რამდენი „მღვდელმსახური" აკურთხა „გირჩმა" ამჯერად

„რამდენმა მათგანმა მიუტანა კომისარს ამჯერად ეს მოწმობა ვერ გეტყვით, წესით ყველას უნდა ესარგებლა, რადგან ძირითადად მოდიოდნენ ისინი, ვისაც ეს მოწმობა ჯარიდან გასათავისუფლებლად სჭირდებოდა",  – აღნიშნა ლევან ჯგერენაიამ.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმება ოპოზიციური პარტია „გირჩის" ერთ-ერთი მთავარ პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს. „გირჩის" წევრებმა 2017 წლის მარტში დაარეგისტრირეს რელიგიური გაერთიანება „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია — „ბიბლიური თავისუფლება", რომელიც წვევამდელებს მღვდელმსახურის წოდებას ანიჭებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს.

სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ითხოვენ ახალგაზრდები შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს.

ყველა ახალი ამბავი
0