თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჯონი ხეცურიანმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტურნირი ამ დღეებში რომში (იტალია) მიმდინარეობს.
ხეცურიანმა ფინალში ბელარუსის წარმომადგენელ ალექსანდრ ლიავონჩიკთან 3:5 წააგო.
შეჯიბრების მეორე დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ ოთხი მედალი მიიღეს, მაგრამ ნიკოლოზ ჭიკაიძემ (-72 კგ), ირაკლი ძიმისტარაშვილმა (-60), აივენგო რიკაძემ (-82) და ლუკა ხუციშვილმა (-97) მესამე ადგილისთვის ბრძოლა წააგეს.
ამგვარად, ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა შეჯიბრება დაასრულეს ოთხი მედლით: 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.
ტურნირის პირველ დღეს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე თემურ ჭკუასელი (-87) ავიდა, ხოლო ლერი აბულაძემ (-63) და ბექა გურულმა (-77) ბრინჯაოს მედლები მიიღეს.