თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ერთადერთი აბიტურიენტი, რომელმაც წლევანდელ ეროვნულ გამოცდებში ზოგადი უნარების ტესტში უმაღლესი ქულა დაიმსახურა, თბილისელი დევი ონიანია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
დევი ონიანი თბილისის 55-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ის ოლიმპიადების აქტიური მონაწილეა და ინტელექტუალურ კონკურსებში არაერთი პრიზი აქვს მოპოვებული.
აღსანიშნავია, რომ წელს 38 ათასი აბიტურიენტიდან ბარიერი ზოგად უნარებში 13%-მა ვერ გადალახა.