აკაკი ზოიძე: კანონის სისუსტეა, რომ სიგარა-ბარში და სამორინეში დაშვებულია მოწევა

© photo: Sputnikაკაკი ზოიძე
აკაკი ზოიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამორინეებში მოწევა, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც აიკრძალოს, განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ.
აკაკი ზოიძე: კანონის სისუსტეა, რომ სიგარა-ბარში და სამორინეში დაშვებულია მოწევა

„თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის სისუსტეა, რომ სიგარა-ბარში და სამორინეში დღეს მოწევა დაშვებულია და ამით იქ მომსახურე პერსონალს ადგება ზიანი. ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზეც, რომ ამ გამონაკლისზეც დავაწესოთ გარკვეული ვადა, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა", — აღნიშნა აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბრისას.

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის) მოწევა სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში იკრძალება, მათ შორის, კაფეებში, ბარებსა და რესტორნებშიც. თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე.  „თამბაქოს კონტროლის ალიანსი" ხელისუფლებისგან კაზინოებში მოწევის აკრძალვას და სიგარა-ბარის სალიცენზიო პირობების გაუქმებას ითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0