სამშვილდის ნაქალაქარის აღმოჩენა: ნაპოვნია თამარ მეფის მონეტა

© FB / The Cultural Heritage of Georgiaსამშვილდის ნაქალაქარში ნაპოვნი განძი
სამშვილდის ნაქალაქარში ნაპოვნი განძი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ განძში, გარდა გიორგი III-ისა და და ლაშა-გიორგის მონეტებისა, ასევე აღმოჩენილია თამარ მეფის მონეტაც წარწერით

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და საქართველოს უნივერსიტეტი  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სამშვილდის ნაქალაქარზე წელს უკვე მეექვსე საველე სეზონს ატარებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტო წერს, რომ არქეოლოგიური აღმოჩენების კუთხით, განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა სამშვილდის ციტადელში მიმდინარე კვლევები, სადაც ერთ-ერთ სათავსოში ხის ყუთში შენახული მონეტების განძი აღმოაჩინეს. 

© FB / The Cultural Heritage of Georgiaსამშვილდის ნაქალაქარში ნაპოვნი განძის ნაწილი
სამშვილდის ნაქალაქარში ნაპოვნი განძის ნაწილი - Sputnik საქართველო
სამშვილდის ნაქალაქარში ნაპოვნი განძის ნაწილი

არქეოლოგები ნაპოვნს განვითარებულ შუა საუკუნეებს, სავარაუდოდ XII-XIII სს მიაკუთვნებენ. 

აღსანიშნავია, რომ განძში, გარდა გიორგი III-ისა და და ლაშა-გიორგის მონეტებისა, ასევე აღმოჩენილია თამარ მეფის მონეტაც წარწერით:

„დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი“.

ამასთან, განძში მონეტების გარდა შედის ზოდები და ფულადი ემისისათვის განკუთვნილი სპილენძის ფირფიტები, რაც სამშვილდის ნაქალაქარზე ზარაფხანის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებს. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე სამშვილდის ნაქალაქარზე სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესი 2013 წლიდან მიმდინარეობს. 


ყველა ახალი ამბავი
0