„ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე

გამოწერა

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე რიგით მეოთხე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018" (Noble Partner) ლოზუნგით „ძალა პარტნიორობაშია" დაიწყო

წვრთნებზე საქართველოში ჩამოვიდნენ სამხედროები 12 ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, გერმანიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ: პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018"-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა.

წვრთნები „ღირსეული პარტნიორი" 15 აგვისტოს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0