მამაკაცი, რომელმაც ტურისტები გაქურდა, დაკავებულია

გამოწერა
დამნაშავემ რუს ტურისტებს მობილური ტელეფონი, ძვირადღირებული ფოტოაპარატი, თანხა და პირადი ნივთები მოპარა

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წალენჯიხაში 52 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში იუსტიციის სახლთან დაკავებული მოზარდი 80 ქურდობაში ამხილეს

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 ივლისს ქალაქ ჯვარში რუს ტურისტებს მობილური ტელეფონი, ძვირადღირებული ფოტოაპარატი, თანხა და პირადი ნივთები მოპარა.

ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთების ნაწილი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით („ქურდობა,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია"), რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0