დაიწყო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018"

© FB / Giorgi Margvelashvili„ღირსეული პარტნიორი" 2018
„ღირსეული პარტნიორი 2018 - Sputnik საქართველო
გამოწერა
წვრთნებზე საქართველოში ჩამოვიდნენ სამხედროები 12 ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, გერმანიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. რიგით მეოთხე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018" (Noble Partner) ლოზუნგით „ძალა პარტნიორობაშია" დაიწყო ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ: პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

მამუკა ბახტაძე და იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
ნატოს გენერალური მდივანმა საქართველო რეფორმებისთვის შეაქო

„ჩვენთვის, ქართველებისთვის მართლაც საამაყოა, რომ ჩვენი ჯარისკაცების ერთგული სამსახურის, თავდადებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის დღეს ჩვენს ქვეყანას ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევენ და ეს საერთაშორისო სწავლებაც სწორედ ამ სახელს ატარებს", — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სწავლება,,ღირსეული პარტნიორის" მონაწილეებისადმი მიმართვისას.

სწავლებაში მონაწილეობს სამი ათასზე მეტი სამხედრო აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, ნორვეგიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ამას გარდა, ჩართული ამერიკული ავიაცია და გერმანულ ჯავშანტექნიკა.

„საერთო ღირებულებების დასაცავად და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების გაძლიერება ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი ტიპის საერთაშორისო სწავლებები, რომლებიც ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად კიდევ უფრო გვაახლოებს ნატოს სტანდარტებთან", — განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

© FB / Giorgi Margvelashviliპრეზიდენტი მარგველაშვილი სწავლებაზე „ღირსეული პარტნიორი 2018"
Президент Грузии Георгий Маргвелашвили на открытии военных учений Достойный партнер 2018 - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი მარგველაშვილი სწავლებაზე „ღირსეული პარტნიორი 2018"

„დღეს ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი მეგობრობა, ჩვენი საერთო მიზნები მიმართულია, მშვიდობის, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის და მათი ყოფის დაცვისაკენ. უმნიშვნელოვანესია ის წვლილი, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი და თქვენი ქვეყნების სიძლიერეში… პატივცემულო ჯარისკაცებო, თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში არის გარანტია იმ სტაბილურობის და მშვიდობის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან. დღეს ჩვენ ქართველ ჯარისკაცებს ზურგს უმაგრებს ის მრავალი გმირობა, რომლებიც თქვენმა თანამებრძოლებმა ბრძოლის ველზე ჩაიდინეს", — განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ დაიწყო ქართველი, ამერიკელი და გერმანელი სამხედროების საჰაერო-სადესანტო ოპერაცია. დესანტირების ჯგუფის მიზანი იმიტირებული მოწინააღმდეგის განადგურება — ბუნკერის გაწმენდა იყო. ოპერაციის დაშვების ზონაში სადესანტო ჯგუფი „შავი ქორის" (Black Hawk) ვერტმფრენებით ჩამოქვეითდა.

სამხედროების ნაწილი პასუხისმგებელი იყო სამანევრო ოპერაციებზე, ხოლო მეორე — საცეცხლე მხარდაჭერაზე.

© FB / Giorgi Margvelashviliსწავლება „ღირსეული პარტნიორი"
Военные учения Достойный партнер 2018 в Грузии - Sputnik საქართველო
სწავლება „ღირსეული პარტნიორი"

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018"-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა.

წვრთნები „ღირსეული პარტნიორი" 15 აგვისტოს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0