ბლესსი: ეს კიდევ დამატებით ფრთებს ასხამს მამაკაცს და ხელ-ფეხს უხსნის

გამოწერა
ფსიქოლოგი ინგა ბლესსი საუბრობს, რა შედეგს იძლევა ქალის ტაქტიკა, როცა ის ქმრის ღალატზე ხუჭავს თვალს და პატიობს ამ საქციელს.
ბლესსი: ეს კიდევ დამატებით ფრთებს ასხამს მამაკაცს და ხელ-ფეხს უხსნის

„იცით, ეს სხვადასხვა ვარიანტებია. დავუშვათ, ეს მოხდა ერთხელ, ქალს კი მეუღლესთან გაყრა არ სურს და ფიქრობს, რომ არც არის საჭირო შეიმჩნიოს მომხდარი ფაქტი. ამ დროს მამაკაცსაც უხარია, ისე ჩაიარა ყველაფერმა, ვერავინ მიუხვდა. თუმცა, ამას აუცილებლად მოყვება განმეორებითი ფაქტი. შესაძლოა, მამაკაცს ერთმა გატაცებამ გაუაროს, მაგრამ თვალის დახუჭვით მას ეძლევა სითამამე, რომ მეორედაც, მესამედაც იგივე გააკეთოს", — ამბობს ბლესსი.

ფსიქოლოგის განცხადებით, თუ ქალი პირველივე შემთხვევას პატიობს ქმარს, ვინაიდან მას წასასვლელი არსად აქვს, ეს კიდევ დამატებით ფრთებს ასხამს მამაკაცს და ხელ-ფეხს უხსნის., რადგან მამაკაცი დარწმუნებულია, რაც არ უნდა გააკეთოს, ქალი ვერსად წავა.

ყველა ახალი ამბავი
0