თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა სოფელ დოლოგანთან დღეს მოხდა.
ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მინივენი შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია"), რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.