უჩვეულო მაშველი - ძაღლი ბათუმის პლაჟზე

გამოწერა
ბათუმის პლაჟის ახალ მაშველს - ოთხფეხა ბათურას ყველა საჭირო ჩვევები მისმა პატრონმა შეასწავლა

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ბათუმელ მაშველებს უჩვეულო კოლეგა შეემატა — ძაღლი სახელად ბათურა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მაშველი ძაღლის ისტორია მას შემდეგ დაიწყო, რაც პროფესიონალმა მაშველმა გოდერძი გოგიშვილმა ის ქუჩაში იპოვა და მასზე ზრუნვა დაიწყო. ძაღლმა დააფასა ეს და ახალი პატრონი შეიყვარა.

გოგიშვილმა თავისი ოთხფეხა მეგობრის გაწვრთნა დაიწყო, და რამდენიმე თვეში ბათურას მაშველის ინსტინქტები გამოუმუშავდა.

ახლა ბათურა მაშველი რგოლით ნაპირზე მორიგეობს, და როდესაც დაინახავს, რომ ზღვაში ადამიანი იხრჩობა, მის დასახმარებლად გარბის.

 

ყველა ახალი ამბავი
0