უხილავი არსება, რომელიც ვიდეოს ავტორმა ფირზე აღბეჭდა, ზოგს მოჩვენება ჰგონია, ზოგს კი სულაც ხუმრობა.
საქმე ისაა, რომ მამაკაცი იღებს საკუთარ საწოლს, რომელზე გადაფარებული ზეწრის ქვეშაც რაღაც უხილავი გაუჩერებლად მოძრაობს. შემდეგ ჩანს, როგორ ურტყამს ვიდეოს ავტორი მას ხელს, უჩინარი არსება რამდენიმე წამით თითქოს ქრება, მაგრამ შემდეგ ისევ იწყებს მოძრაობას.
კადრში ასევე ისმის მამაკაცის ხმა, რომელიც ამბობს, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად სერიოზულად ხდება:
„შეხედეთ! შეხედეთ! წავედი აქედან!“ — ამბობს იგი და გადაღებას წყვეტს.
მამაკაცი ირწმუნება, რომ ზეწრის ქვეშ არც რაიმე ცხოველი იყო, არც ვენტილატორი იდგა და არც რაიმე მილი, საიდანაც ჰაერი დაუბერავდა.