პირველი ქართული ბიჭების ბენდი 20 წლის იუბილეს კონცერტით აღნიშნავს

© photo: Bidzina Ivanishvili & media / FBBlack Sea Arena
Black Sea Arena - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბენდის მრგვალი თარიღის გარდა, კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნება

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ერთ-ერთი პირველი ქართული ბიჭების ბენდი „სახე", რომელიც ძალზე პოპულარული იყო საქართველოში 90-იანი წლების ბოლოს, თავის 20 წლის იუბილეს შეკვეთილში Black Sea Arena-ს სცენაზე აღნიშნავს, იუწყებიან ორგანიზატორები.

საღამო სახელწოდებით „20 წელი სახესთან ერთად" 24 აგვისტოს სამთავრობო პროგრამის Check in Georgia ფარგლებში გაიმართება.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, სპეციალურად საიუბილეო კონცერტისთვის ანსამბლმა ათი ახალი სიმრერა მოამზადა.

კონცერტის სპეციალური სტუმარი გახდება მაიკლ უილიამსი — ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის Poetry'N'Motion წევრი, რომელიც 1998 წელს პოპულარული გახდა კომპოზიციით Romeo & Juliet. უილიამსთან ერთად ქართველმა მუსიკოსებმა ჩაწერეს ჰიტის „ჩემო თბილის-ქალაქო" ახალი ვერსია.

სცენაზე ამ დღეს ასევე აჟღერდება ჯგუფის ძველი, ყველასთვის ნაცნობი ჰიტები.

კონცერტზე მონაწილეობას მიირებენ დათო ხუჯაძე, დათო ფორჩხიძე, ასევე ბორიკო შხიანი, რომელმაც სცენაზე გოგა ხაჩიძე — გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი შეცვალა.

საღამო 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია საკონცერტო დარბაზის სალაროებში და ონლაინ.

ჯგუფი „სახე" 1997 წელს დაარსდა და მალევე გახდა ქართველი ახალაგაზრდობის ფავორიტი.

ჯგუფი 2017 წელს, მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პრემიის „ოქროს ტალღა" ლაურეატი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0