ქართველი მხატვარი საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება

© REUTERS / Alkis Konstantinidisათენი
ათენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მხატვრის საქველმოქმედო გამოფენა 6 აგვისტომდე გასტანს.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ქართველი მხატვრის სოფო მაჭავარიანის ნამუშევრების გამოფენა ათენში იმართება — სურათების გაყიდვიდან შემოსული თანხა ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დახმარებას მოხმარდება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ადგილობრივი მოსახლეობა ათენის ტყეში ხანძარს აკვირდება - Sputnik საქართველო
საბერძნეთში ხანძრისას საქართველოს ექვსი მოქალაქე დაშავდა

საბერძნეთში გასულ კვირას რამდენიმე მსხვილი ხანძარი მოხდა, რამაც 90-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 25 კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ექსპოზიციაზე სახელწოდებით „მოგზაურობა ნაცნობ ფერებში" მხატვრის 20-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.

ორგანიზაცია „ქართულ სახლში" საქველმოქმედო გამოფენის გახსნას ქართული დიასპორის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გამოფენა 6 აგვისტომდე გასტანს.

სოფო მაჭავარიანი 32 წლის თვითნასწავლი მხატვარია, რომელიც წარმოშობით ანანურიდანაა, ამ დროისთვის კი საბერძნეთში ცხოვრობს. ეს მხატვრის რიგით მეოთხე გამოფენაა.

ყველა ახალი ამბავი
0