თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ივნისში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წინასწარი მონაცემებით, 4% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ მეორე კვარტალში შეადგინა 6%, ხოლო წლის პირველ ნახევარში — 5,7%.
„ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე — ეროვნული ბანკი დოლარებს ყიდულობს">>
მნიშვნელოვანი ზრდა 2018 წლის ივნისში დაფიქსირდა ტრანსპორტის, ვაჭრობის, ფინანსური საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირაში გადახედა ქართული ეკონომიკის ზრდის პროგნოზს – 4,5%-დან 5,5%-მდე.
რეგულატორის აზრით, წლის დასაწყისიდან ეკონომიკური აქტიურობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ძირითადი მიზეზია სხვადასხვა ქვეყანაში მოთხოვნილების გაზრდა ქართულ პროდუქციაზე, რის შედეგადაც საქონლის ექსპორტი 28%-ით გაიზარდა, აღნიშნულია დოკუმენტში.
ამას გარდა, სწრაფი ტემპებით იზრდება შემოსავლები ტურიზმიდან — ხუთ თვეში მაჩვენებელი 24%-ით გაიზარდა, ასევე შენარჩუნდა ფულადი გზავნილების ზრდის დადებითი დინამიკა (18-პროცენტიანი წლიური ზრდა).
„საქსტატის" მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ ივნისში 2,2% შეადგინა, ხოლო სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსმა – 106,8%.