The Supermen Lovers ბათუმში კონცერტს გამართავს

გამოწერა
ბათუმელები და ქალაქის სტუმრები მოისმენენ კომპოზიციებს ჯგუფის ბოლო ამბომიდან Walking On The Moon EP

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ცნობილი ფრანგული ფანქი-ჰაუს ჯგუფი Supermen Lovers ბათუმში კონცერტს 11 აგვისტოს გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ჯგუფი ბათუმს კლუბში UP2U გამოვა საღამო 23:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია კლუბის სალაროებში და ონლაინ.

The Supermen Lovers ბათუმში უკვე მეორედ გამოდის. მან კონცერტი ქალაქში 2010 წელს გამართა.

The Supermen Lovers-ის კარიერა 2000 წელს დაიწყო. მისი სახელი ცნობილი გახდა სადებიუტო სინგლის Starlight შემდეგ.

ბევრისთვის არაა ცნობილი, რომ The Supermen Lovers ერთი ადამიანის მუსიკალური პროექტია. ესაა პარიზელი კომპოზიტორი და პროდიუსერი გიიომ ატლანი. დასახელება ამერიკელი მუსიკოსის, ჯონ მარშალ უოტსონის ამავე სახელობის ჰიტის საპატივცემულოდ შეირჩა.

ყველა ახალი ამბავი
0